spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჟურნალისტები მიხეილ სარჯველაძისგან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოითხოვენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან ჟურნალისტები ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს დახვდნენ და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ისინი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისგან ინფორმაციას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი, რომელიც რეჟიმის უკანონო პატიმარია, 16 დღეა შიმშილობს.

“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის”  დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მისი სოლიდარობის მიზნით კიდევ რამდენიმე პატიმარი შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები