ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისის შემდეგ აქციის მონაწილეები სხვა აქციებს შეუერთდებიან.
თბილისის პარალელურად, მზია ამაღლობელის და სხვა დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.