ხმაური და დაძაბულობაა ზუგდიდის #10 საარჩევნო უბანზე, ადგილზე მობილიზებული არის საპატრულო პოლიცია, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა. მიზეზი 2 დამკვირვებელი გახდა, რომელთა თქმით, მათ არ ეძლევათ თავიანთი უფლება-მოვალეობის განხორციელების შესაძლებლობა.
როგორც ოპოზიციის დამკვირვებლები აცხადებენ, მათ ბიულეტენების რაოდენობისა და პირადობების მოწმობების შემოწმება სურდათ, რისი საშუალებაც დისტსანციიის დაცვის მიზეზით არ მისცეს.
“მინდოდა დავკვირვებოდით მოვლენებს, მითხრეს, რომ პანდემიის გამო არ მქონდა უფლება მივახლოებოდი, თვითონ კი “ჩახეუტებულები” იყვნენ, რომ გამოვხატე ამაზე რეაქცია, მითხრეს, რომ ჩემი საქმე არ იყო, გამოიძახეს პოლიცია, მემუქრებიან რომ ერთი ფაფრთილების შემდეგ უბნიდან გამაძევებენ”, – განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა.