spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდის 21-ე უბნიდან რამდენიმე ადამიანი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

ზუგდიდის 21-ე უბნიდან რამდენიმე ადამიანი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, მათ შორის არის ოპოზიციონერი ანი წითლიძე, ასევე უბნის კოორდინატორი თინა კაკაჩია და კიდევ ერთი დამკვირვებელი.

 

ოპოზიციის ინფორმაციით, თინა კაკაჩია ერთ-ერთ ოთახში ჩანთებთან ერთად იყო ჩაკეტილი, რომელშიც ბიულეტენები ჰქონდა მოთავსებული, რის გამოც ოპოზიცია უბანზე მივიდა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანი წითლიძის განცხადებით, უბნის კოორდინატორს ოთახში დარჩა სამუშაო რვეული, რომელშიც საჯარო მოხელეებზე იყო ინფორმაცია შეკრებილი.

 

თინა კაკაჩიამ განაცხადა, რომ მას სამუშაო რვეული მოპარეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

 

21-ე საარჩევნო უბანზე დილიდან დაძაბული სიტუაციაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები