spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები