ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე, მანქანაში მყოფ მამა-შვილს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ საკონსერვოს დასახლებაში მოხდა.
შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 65 წლამდე მამაკაცი და დაჭრილია ერთი პირი, სავარაუდოდ, მისი შვილი.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
მკვლელობის მოტივი უცნობია.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.