ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება.
რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენისას პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მამას მადლობა გადაუხადა.
“დიდი მადლობა მამა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ მიმატოვე”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. პარტიის საარჩევნო სლოგანია – “დადგა დრო”