დღეს ზუგდიდი ავტორბოლის სერიებს მასპინძლობს, რომელიც “ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას უშუალო ინიციატივით ხორციელდება, სწორედ მან წლების წინ მის მეგობრებთან ერთად გაიმართა პირველი ავტომოყვარულთა სანახაობა რეგიონში, რომლის მიმართ მას შემდეგ ინტერესი არ ცხრება, – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ღონისძიების ორგანიზატორია Western Draivers Club სამეგრელო. ღონისძიება ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ღონისძიებაში მრბოლელები მთელი საქართველოდან მონაწილეობენ.
“ძალიან მიხარია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო დონის ავტომრბოლელი დათა ქაჯაია – დღევანდელი ავტორბოლა სიმბოლურად ჩვენი გარბენით დაიწყო. ჩვენ თავის დროზე პირველად დავიწყეთ ამ სპორტის პოპულარიზაცია ჩვენს რეგიონში და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რათა ზუგდიდი ვაქციოთ ამ და სპორტის სხვადასხვა სახეობების მრავალჯერადი ტურნირების ჩატარების ადგილად“ – განაცხადა დავით კოდუამ.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის წევრი გიორგი გუგუჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
“ღონისძიება მართლაც კარგი გამოვიდა, შესანიშნავი ატმოსფერო იყო, ვფიქრობ ასეთი ტიპის ღონისძიებები რეგულარულად უნდა ჩავატაროთ. როგორც დღევანდელმა დღემ გვაჩვენა სპორტის ეს სახეობა უამრავ გულშემატკივარს აერთიანებს განურჩევლად მათი ასაკისა. არსებული ინტერესი მოწმობს რომ საჭიროა ზუგდიდში მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ქალაქმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ ასევე მსგავს საერთაშორისო ტურნირებს“ – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.
ღონისძიების სპონსორია თეგეტა მოტორსი, დრაგების სერიის პარტნიორია ვისოლი ჯგუფი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ლაიონ ტრანსი, ემ მოტორსი, ნარო, დანი მოლი, ევრობილდი, შპს საგზაო, შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველო, პრაიდექსი, შოგი, მარკეტინგული და საკონსულტაციო კომპანია ,,დადიანი გრუპი”, ახალი ამბების სააგენტო STV.GE“.