ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხამისკურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. სადისტრიბუციო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს.
შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.