spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდში სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე დევნილი საზოგადოების  ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ მიმართეს.

 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაცია დევნილთა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრის ეკატერინე მარშანიას და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილის ლევან გვენეტაძის ჩართულობით.

 

ასევე, პროექტის: „ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია შედგა.

 

შეხვედრის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება მოქმედ სამართლებრივ სერვისებზე, სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება დევნილთა სამართლებრივი დახმარების კუთხით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები