spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდში საოლქო კომისიასთან ოპოზიციის აქცია იმართება

ზუგდიდში ოპოზიცია მსვლელობით საოლქო კომისიასთან მივიდა. მდუმარე აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და ბათუმში მომხდარი ტრაგედის  დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს, რის შემდეგაც  ქალაქის ქუჩებში მსვლელობით საოლქო კომისიის მიმართულებით გაემართნენ.  

 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის  სხდომაა  ჩანიშნული, სადაც რიგი უბნების გადათვლა იგეგემება.

 

ზუგდიდი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, რომ არა ზეწოლა და გაყალბება, ოპოზიციის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში პირველსავე ტურში გაიმარჯვებდა.

 

ცნობისთვის, ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა ანზორ მელიამ  ხმების 46.88% მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ კი – 41.15% მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები