spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.

მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მუქარას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები