spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუკა გუმბარიძე – განიხილავენ სცენარს, რომ ერთდროულად უნდა მოხდეს სამივე კრიტიკული მედიის მაუწყებლობის შეფერხება

რა სცენარითაც უნდა განვითარდეს პროცესები, ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში, – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას”  გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.

 

ის ტელეკომპანიის მიმართ ზეწოლას ეთერში გასულ “ედისონ რისერჩის” ბოლო კვლევას უკავშირებს, რომლითაც ირკვევა, რომ “ქართული ოცნება” 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს.

 

მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს სხვადასხვა გზით კრიტიკული მედიასაშუალებების დადუმებას.  

 

“განიხილავენ სცენარს,  რომ ერთდროულად უნდა მოხდეს სამივე ამ კრიტიკული მედიის მაუწყებლობის შეფერხება, ამისთვის ისინი გამოიყენებენ ე.წ. სამართლებრივ ბერკეტებს. სინამდვილეში, ხელისუფლება განიხილავს ხცენარს,  თუ როგორ შეიძლება წავიდეს  ეს ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისაკენ, თუ როგორ შეიძლება დაემშვვიდობოს დემოკრატიას, რომლის ჯერ კიდეც მხოლოდ  ჩანასახები არსებობს, მასაც კი შეიძლება დაემშვიდობვოს საქართველოს მოსახლეობა. რაც ძალიან აღელვებს ხელისუფლებას, ეგზიტპოლები ნებისმიერ შემთვევაში ჩატარდება, და ნებისმიერ შემთვეწვაში გავაა რომელიმე ქართული არხს ეთერში. აქვე მოვიწოდებ აშშ-ს საწელჩოს, რომ არ მოხდეს ზეწოლა ამ კომპანიაზე” – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ. 

 

მისი თქმით, ეგზიტპოლების საკითთან დაკავშირებით უკვე ქონდათ კომუნიკაცია კომპანიასთან. 

 

“ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია “ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში”, – განაცხადა გუმბარიძემ.

 

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ფორმულას” მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

 

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

 

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე ნინუასაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები