spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ აბაშიძე კემეროვოს ოლქში ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთში, კემეროვოს ოლქში ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

 

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს ოლქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

 

რუსეთში, კემეროვოს ოლქში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 52 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს შახტში 285 ადამიანი იმყოფებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები