უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური პროკურორის თანაშემწეზე ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
დაკავებული 34 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ სხვა თავდამსხმელების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ფიზიკურად 4 პირი გაუსწორდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.