spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ აზარაშვილი – არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

მისივე თქმით, დღეს რაიმე შეზღუდვის დაწესების საფუძველი არ არსებობს.

 

“რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ, სამი მილიონ 700 000-იან ქვეყანაში.

 

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში. ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ, ეს მედიკამენტიც, „ფაიზერის“ წარმოების „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. 

 

100 და 500 შემთხვევა რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია. მაშინ რომ აღგვეღრიცხა, იქნებ, ათასობით ყოფილიყო. რადგან კოვიდპანდემია 2 წლის წინაა დაწყებული, მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, ეს არის უბრალოდ, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე წელს, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა და არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები