ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სოციალური აგენტების უკვე გაზრდილი ხელფასი მათი ფუნქციებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, ადეკვატურია.
“სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება და ზოგ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის. ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ისიც ყოველ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გაიზარდა. ჯამურად, შეუძლიათ ფიქსირებულზე 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და სამუშაო დღიდან გამომდინარე, ხელფასი არის ადეკვატური”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი დღეს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა.