spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ აზარაშვილი – პირველადი ინფორმაციით, ესაა უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიებას, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ ტერიტორიაზე გარდაცვლილი დევნილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პირველადი ინფორმაციით, მომხდარი უბედური შემთხვევაა. 

 

“მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

 

პირველადი ინფორმაციით, ესაა უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიებას, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან.

 

რაც შეეხება სანატორიუმ “ქართლში” დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო 3 წლის განმავლობაში – 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს”, – განაცხადა აზარაშვილმა. 

 

ზღვისუბანში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილმა 52 წლის მამაკაცმა გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები