spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ აზარაშვილი – რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება “ფაიზერის“ და “მერკის“ წარმოების მედიკამენტები

იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით,  ქვეყანაში რამდენიმე კვირაში „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები იქნება. 

 

“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების  მონიტორინგს მოახდენენ. 

 

“დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. 

 

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად, უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები