spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ბატიაშვილი – აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში

ჩვენ ვნახეთ ერთეული განცხადებები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან დახმარების შეწყვეტის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება და აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყველაფერ იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ლეგიტიმაციის პრობლემიდან გამომდინარე, ძნელი იქნება  შეხვედრები, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და სხვა. ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ ერთეული განცხადებები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან დახმარების შეწყვეტის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება და აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყველაფერ იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში – დაწყებული არჩევნების ტოტალური გაყალბებით, დამთავრებული ამის შედეგად იზოლაციის სერიოზული საფრთხით“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები