არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რა არის დასავლეთის და აშშ-ის პრიორიტეტები საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი რიგი საკითხებია, რომელზე პასუხის გაცემასაც ელოდება აშშ “ქართული ოცნებისგან”.
“არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რა არის დასავლეთის და აშშ-ის პრიორიტეტები საქართველოსთან მიმართებით, რაც არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პორტების თემა, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობები და ასე შემდეგ. მთელი რიგი საკითხებია, რომელზე პასუხის გაცემასაც ელოდება აშშ “ქართული ოცნებისგან”. როგორც მე მგონია, თუ შევხედავთ, როგორი სიჩქარით გააგრძელეს რეპრესიები, ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი არ არის გადადგმული”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.