ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, ირანის მიერ ისრაელის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საპასუხო იერიში აუცილებლად მოჰყვება.
ზურაბ ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროცესები უახლოეს მომავალში განვითარდეს.
“ისრაელი პასუხის გარეშე ამას ვერ დატოვებს და მოსალოდნელი არის პასუხი და მიზანში იქნება ამოღებული, სავარაუდოდ, ნავთობგადასამუშავებელი ინფრასტრუქტურა, ასევე ქარხნები, პორტები და იქნება სამხედრო სამიზნეებიც, რა თქმა უნდა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. შეიძლება იყოს ბირთვული პროგრამაც”, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.
პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა განახორციელა და 200-მდე რაკეტა გამოიყენა. ისრაელი აცხადებს, რომ ირანი პასუხს მიიღებს.