spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზურაბ ბატიაშვილი – ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე და ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება მათი მონაწილეობის და თანხმობის გარეშე

ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ერთი შეხვედრით ვერანაირად ვერ მოგვარდება. აქ გასათვალისწინებელია უკრაინის და ევროპის პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ეცდება, რომ მეტი მოიხვეჭოს ამ საქმიდან.

“ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ერთი შეხვედრით ვერანაირად ვერ მოგვარდება. აქ გასათვალისწინებელია უკრაინის და ევროპის პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე და ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება მათი მონაწილეობის და თანხმობის გარეშე. ვფიქრობ, რომ რუსეთიც არაერთხელ გამოამჟღავნებს საკუთარ ამბიციას, რომ რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს და მიითვისოს. შედარებით ნაკლებად გამოცდილ გუნდს, ამ შემთხვევაში ტრამპის ახალ გუნდს, შეეცდება, რომ  მეტი გამოსტყუოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთი ვითარება ჯერჯერობით შორს არის რაიმე სახის შეთანხმების მიღწევასთან.

რაც შეეხება განცხადებებს, ვნახეთ უამრავი, რომელიც ურთიერთგამომრიცხვია. უკეთესი იქნება, შევხედოთ საქმეებს, კონკრეტიკას, რადგან ერთია განცხადება და მეორე საქმე.

პირველ ეტაპზე ვნახეთ, რომ ევროპის კონტინენტი გამოფხიზლდა, შეხვედრა შეხვედრაზე იმართება იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოება ევროპელებმა უზრუნველყონ. ეს კარგია. უფრო კარგად გააცნობიერებენ რუსეთის საფრთხეს, ვიდრე აქამდე და ეს ჩვენთვისაც ცუდი არ არის”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები