გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში. ის, რაც უკავშირდება პრევენციას თუნდაც ე.წ. “რეფიდინგ სინდრომის”, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს რომ ე.წ. რეფიდინგ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს.
“გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში. ის, რაც უკავშირდება პრევენციას თუნდაც ე.წ. “რეფიდინგ სინდრომის”. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებას, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს.
კლინიკა ამისთვის მზად არის, ექიმების გუნდი, რომლებიც დაიწყებენ ამ “რეფიდინგის” პროცესს, პროტოკოლის შესაბამისად.
განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე, არის სპეციალური მენიუ შემუშავებული, დამტკიცებულია ეს პროტოკოლი. კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას, ყოველდღიურად შემოწმდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ე.წ. რეფიდინგ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს.