spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელმა გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა, მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად შიმშილის ეფექტს ახასიათებს , – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მას ყველა საჭირო კვლევა უტარდება, როგორც სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმების, ისე კლინიკის მიერ.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა გარკვეული სახის ჩივილები აქვს, რაც, ზოგადად, ახასიათებს ამდენი დღის განმავლობაში შიმშილს. მოგეხსენებათ, პარასკევს ნანახი იქნა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ. შემდეგ მოხდა ჩვენთან შეხვედრა და ერთობლივი რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. საუბარი იყო იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს ამდენი დღის შიმშილის ეფექტს. დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრი და ამ შედეგების შედეგად შევხვდით პაციენტს, ავუხსენით მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და იმ მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რაც ამდენი დღის შიმშილობას უკავშირდება. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს. მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. არ მაქვს უფლება, დაგისახელოთ, კონკრეტულად რა ჩივილები აქვს, ზოგადად, არის ის, რაც ახასიათებს 30 დღის შიმშილობას. კლინიკაში რჩება, უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. ჩივილები უკავშირდება ზოგად სისუსტეს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შეიძლება მოჰყვეს გართულება, ამაზეა საუბარი. შესაძლოა, დღეს უმცირდებოდეს რაღაც პროცესი, ხვალ იყოს გართულება. ამ გართულების შესახებ ინფორმირებულია. მან გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, რაც გავუწიეთ და ავუხსენით მოსალოდნელი გართულების შესახებ. აქედან გამომდინარე, ის დათანხმდა, გაგრძელდეს კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და ამ დროისთვის კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები