spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჩხაიძე – ყოველდღიურად არის მოსალოდნელი სხვადასხვა გართულება, რაც სამწუხაროდ, შეიძლება, ლეტალური გამოსავლით დასრულდეს

მოვუწოდებ, ვთხოვ მის, პირველ რიგში, კოლეგებს, თანამოაზრეებს, ადვოკატებს, რომ სრულად დაექვემდებაროს პაციენტი ჩვენს რეკომენდაციებს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ლეტალური გამოსავალი, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურად არის მოსალოდნელი სხვადასხვა გართულება – ორგანოების ფუნქციის მოშლა.

“შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ეს არის ძალიან რთული, ურთულესი ფიზიოლოგიური პროცესი, რაც დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ გართულებებთან. ამიტომ მე მოვუწოდებ, ვთხოვ მის, პირველ რიგში, კოლეგებს, თანამოაზრეებს, ადვოკატებს, რომ სრულად დაექვემდებაროს პაციენტი ჩვენს რეკომენდაციებს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ლეტალური გამოსავალი.

ყოველდღიურად არის მოსალოდნელი სხვადასხვა გართულება – ორგანოების ფუნქციის მოშლა, რაც, სამწუხაროდ, შეიძლება, ლეტალური გამოსავლით დასრულდეს.

ისევ იმავე პოზიციაზეა. ჩვენ ვუხსნით, ვაცნობთ ყოველდღიურად მოსალოდნელი გართულებების რისკებს”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ “ფორმულასთან”.

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 37-ე დღეა, შიმშილობს და ის კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები