ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტში “გირჩის” წევრი ჰერმან საბო შეცვლის, – ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
“როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო სიაში Hermann Szabó მეხუთე ნომერი იყო შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს. “შევდივარ, შევდივარ” – გვითხრა მან”, – აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა მანდატი შეუჩერა, ასევე “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძესაც.