ეს აქცია გაგრძელდება საღამომდე, გუშინ ასე დაანონსდა. საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა მთელი ღამე აქ იყო და გაათენა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროტესტს ექნება რეგულარული ხასიათი, სანამ არ მივალთ კულმინაციურ მომენტამდე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტი არ შეწყდება, საზოგადოება არ დაიღლება, ეს უნდა გაითავისოს ყველამ.
“ეს აქცია გაგრძელდება საღამომდე, გუშინ ასე დაანონსდა. საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა მთელი ღამე აქ იყო და გაათენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროტესტს ექნება რეგულარული ხასიათი, სანამ არ მივალთ კულმინაციურ მომენტამდე, რომელიც იქნება მაშინ, როდესაც გადაწყვეტენ ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას, იმ გაყალბებულ რიცხვებზე დაყრდნობით, რომელიც გუშინ ცესკომ შემაჯამებელ ოქმში დაწერა. პროტესტი არ შეწყდება, საზოგადოება არ დაიღლება, ეს უნდა გაითავისოს ყველამ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია “დაიბრუნე ხმა” გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან მსვლელობით თსუ-ისკენ გადაინაცვლეს და ღამე კარვებში გაათენეს. საპროტესტო აქცია ახლაც გრძელდება. მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.