spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის

კადრები რაც გაავრცელეს ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო, ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, „მოლოტოვები“ ასე არ კეთდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

“გუშინ რეჟიმი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, შეიჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად, დაარბია ოფისები. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის. ერთ-ერთის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს მოლოტოვის კოქტეილები, კადრები რაც გაავრცელეს ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო, ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, „მოლოტოვები“ ასე არ კეთდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით. სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებდნენ სადღაც ოფისებში. ყველა ის ნივთი – კარავი, პარალონი, აირწინაღი თუ სხვა რამ, ყველა ოფიციალურად იყიდება და ყველას შეუძლია იყიდოს მაღაზიებში, უფრო სწორად შეეძლოთ, ახლა აუკრძალეს მაღაზიებს ამ ნივთების გაყიდვა”, – განაცხადა ზურაბ  ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები