spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – აქ უნდა ჩამოვიდეს კონკრეტული მისია, რომელსაც ექნება კონკრეტული მანდატი და შეისწავლის როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო

საუბარია იმაზე, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტი, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, იმისთვის, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ შესრულდა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა ჩამოვიდეს კონკრეტული მისია, რომელსაც ექნება კონკრეტული მანდატი და შეისწავლის როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო.

“საუბარია იმაზე, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტი, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, იმისთვის, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები – არ შესრულდა. არჩევნები არის რთული პროცესი, ფიზიკური პროცესია, როცა ადამიანები მიდიან და ადგილზე აძლევენ ხმას, ამიტომ აქ საუბარი არის, რომ შეფასდეს ამ არჩევნების სამართლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვხედავთ რაც არის და როგორც. ამის დეტალური შესწავლა შესაძლებელია ადგილზე. აქ უნდა ჩამოვიდეს კონკრეტული მისია, რომელსაც ექნება კონკრეტული მანდატი და შეისწავლის როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი დეპუტატები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს საგარეო კურსი და ჩატარებული არჩევნებია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები