spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე

აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“27-31 იანვარი, სტრასბურგში არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც მონაწილეობის მისაღებად მიდის ქოცების დელეგაცია, სავარაუდოდ წულუკიანის ხელმძღვანელობით. ეკა სეფაშვილი მიჰყავთ “ხალხის ხალიდან” როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი.

ეს მასალები [აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები] მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე (შეთანხმებული გვაქვს უკვე). პლუს, ALDE-ს (წევრები ვართ) ბიუროს და შემდეგ ფრაქციის სხდომაზე გვექნება დრო რომ მოკლე პრეზენტაცია/გამოსვლა გავაკეთოთ მიმდინარე პროტესტზე (უკვე გაწერილია დღის წესრიგში)”, – წერს ჯაფარიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები