მე რასაც ვუსმენ, არსებობს ორი უკიდურესობა, ტრამპის პრეზიდენტობა ან დაგვღუპავს ან აგვაშენებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება ამერიკის საგარეო პოლიტიკა და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში.
“მე რასაც ვუსმენ, არსებობს ორი უკიდურესობა, ტრამპის პრეზიდენტობა ან დაგვღუპავს ან აგვაშენებს. მე მგონია, რომ ეს ამბავი, სადღაც, შუაში იქნება. არ მგონია, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება ამერიკის საგარეო პოლიტიკა და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ტრამპისთვის შეიძლება იყოს გარკვეული კორექტივები ამერიკის საგარეო აქტიურობასთან მიმართებაში, რადგან ამერიკაში დაარსების დღიდან არსებობს ბანაკი, რომელიც ამერიკულ იზოლაციონიზმს აწვებოდა და აწვება დღემდე, ეს სენტიმენტები მომატებულია, მაგრამ ფუნდამენტურად არაფერი შეიცვლება.
“ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს ტრამპის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, უკრაინასთან მიმართებაში, რომ ის დაასრულებს ამ ომს და უკრაინის ტერიტორიები აღმოჩნდება რუსების მიერ ოკუპირებული და რუსები გამოვლენ, იტყვიან, რომ ომი ძალიან ცუდია და უკრაინისთვის ეს იყო დამღუპველი, აი, ეს უხარია ბიძინას და არა ის, რომ ტრადიციულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა ამერიკაში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.