spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – არ შეიძლება, არანაირად, რომ მარტივად ჩაიაროს ამ ამბავმა

დღეს არის ისტორიული დღე. “ქართული ოცნება” ეცდება, რომ გააფორმოს და ლეგიტიმაცია მისცეს საკუთარ თავს და მინიმუმ აქ მოსვლა და ამ ყველაფრის ნახვა უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დღე, რომელიც სირცხვილის ლაქად დარჩება საქართველოს.

“დღეს არის ისტორიული დღე. “ქართული ოცნება” ეცდება, რომ გააფორმოს და ლეგიტიმაცია მისცეს საკუთარ თავს და მინიმუმ აქ მოსვლა და ამ ყველაფრის ნახვა უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება, არანაირად, რომ მარტივად ჩაიაროს ამ ამბავმა. ის, რომ აქ ამდენი ხალხი დგას, აიძულებს იმათ, რომ ვირთხებივით შეიპარნონ შიგნით ბიძინას შაპიტოში, რადაც იქცევა ეს პარლამენტი, მას შემდეგ, რაც შიგნით შევლენ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ ამ ქვეყანაში მცხოვრები საზოგადოება, როგორ არ ეგუება მოცემულ რეალობას. ეს დღეებია იმავეს ვიმეორებ, რომ, ვისაც რაიმე დრო აქვს და შესაძლებლობა, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ. ეს არის დღე, რომელიც სირცხვილის ლაქად დარჩება საქართველოს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღეს, 12:00 საათზე მე-11 პარლამენტის მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება, რადგან მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები