spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზურაბ ჯაფარიძე – არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ, არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ

ბრალი წარმიდგინეს იმის გამო, რომ არ მივედი იმ რაღაც ვითომ კომისიაზე. არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე საჯაროდ ვთქვი, არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსად გამქცევი არაა.

“ბრალი წარმიდგინეს იმის გამო, რომ არ მივედი იმ რაღაც ვითომ კომისიაზე. არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე საჯაროდ ვთქვი, არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. არსად გამქცევი მე არ ვარ, სასამართლო არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ინსტანცია, სადაც ჩემი ნებით დავდივარ, არა იმის გამო, რომ იმედი მაქვს, რომ იქ სამართალს ვიპოვი, უბრალოდ სასამართლო არის ადგილი, სადაც ნორმალურ ქვეყნებში სამართალს მოიპოვებენ, ხოლო ჩვენნაირ ქვეყნებში სასამართლო არის, სადაც ყველაზე მეტად ყარს და ჩემი ნებით დავდივარ რომ ეს სიმყრალე შევიგრძნო. მასალები, რაც გადმომცეს, ჩემი “ვოცაპის” ჩატის ამონაწერები არის, სადაც მემესიჯებიან, რომ დაბარებული ვარ და მე ვეუბნები, რომ არ მოვალ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს. მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ედება ბრალად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები