“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ წინა სესიის შემდეგ ისინი ტოვებენ PACE-ს. იცოდნენ, რომ დიდი შანსი იყო, რომ გამოეყარათ აქედან, მაგრამ თავისი ფეხით წავიდნენ და ვითომ ამით ღირსება შეინარჩუნეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“დელეგაცია აღარ არსებობს, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ წინა სესიის შემდეგ ისინი ტოვებენ PACE-ს, ამიტომ რაც არ არსებობს, ანუ, უფლებამოსილების შეწყვეტა, როგორ უნდა მოხდეს გაუგებარია, მაგრამ არსებობს შანსი, რომ “ოცნებამ“ მერე მოინდომოს აქ დაბრუნება, ამიტომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, აქ საუბარია იმაზე, რომ “ოცნებას“ არ მიეცეს მაგის საშუალება.
როგორც ყოველთვის, რუსულ სტილში დასწრებაზე ითამაშეს, იცოდნენ, რომ დიდი შანსი იყო რომ გამოეყარათ აქედან, მაგრამ თავისი ფეხით წავიდნენ და ვითომ ამით ღირსება შეინარჩუნეს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს 10 აპრილს გამართავს. ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.