spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მივიდეს პრეზიდენტი, მაგრამ მაგას მე მგონი, ისედაც არ იზამს, ჩემი რჩევა არ დასჭირდება

აგონიაში არიან, მეტი არაფერი. მათი ნაბიჯების გაანალიზებას არანაირი შინაარსი არ აქვს, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი პროკურატურაში არ უნდა გამოცხადდეს.

“აგონიაში არიან, მეტი არაფერი. მათი ნაბიჯების გაანალიზებას არანაირი შინაარსი არ აქვს. ეს არჩევნები მოიპარეს, ყველამ იცის, რომ მოიპარეს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მოიპარეს, მტკიცებულებები არის უამრავი. სხვა არაფერი მაგათ არ უშველით. ჩვენებაზე არა იმაზე მივალ. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მივიდეს პრეზიდენტი, მაგრამ მაგას მე მგონი, ისედაც არ იზამს, ჩემი რჩევა არ დასჭირდება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები