ჩვენ ვიქნებით იმ ფორმულის ნაწილი, რომელიც არ მისცემს საშუალებას ივანიშვილს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რაიმე სახის ოპოზიციურ გაერთიანებას არ აპირებს.
“ჯერჯერობით “გირჩი – მეტი თავისუფლებას” და “დროას” გვექნება ჩვენი კამპანია, ეს გაგრძელდება გარკვეული პერიოდი.
კომუნიკაცია გვაქვს რამდენიმე სხვა პარტიასთან, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ხვალ, ერთ კვირაში ან ერთ თვეში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება, მაგრამ, ზოგადად, ჩვენ ვიქნებით იმ ფორმულის ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ მოხდეს ძალების ფრაგმენტაცია და ამან არ მისცეს საშუალება ივანიშვილს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.