spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, რას გავაკეთებთ

პოლიციამ ახლა შეცვალა სტრატეგია, სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მელიქიშვილის გამზირს გვაკეტინებენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არისო. მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხვალ იქნება გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რაც “ქართულ ოცნებას“ მწყობრიდან გამოიყვანს.

“პოლიციამ ახლა შეცვალა სტრატეგია, სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მელიქიშვილის გამზირს გვაკეტინებენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არისო. მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის. უბრალოდ, ჩვენ დავიღლებით და ამით არაფერი შეიცვლება, ამიტომ ჩვენ რაც გადავწყვიტეთ, არის ის, რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ, დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, რას გავაკეთებთ. სავარაუდოდ, ალბათ, უფრო ხვალ მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება და მათ მწყობრიდან გამოიყვანს. ჩვენი აზრით, ამის გაგრძელებას ახლა აქ აზრი არ აქვს, ამიტომ წავედით, დავისვენეთ, ძალები მოვიკრიბოთ და გავაგრძელებთ მერე ყველა ერთად. ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები