spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ერთი რამ ცალსახაა, რომ მეც მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ, ამით ცდილობენ დრო გაიყვანონ

ერთი რამ ცალსახაა, რომ მეც მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ, ამით ცდილობენ დრო გაიყვანონ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს აინტერესებს ამის გამოძიება, არანაირი პრობლემა არ არსებობს, უკვე არაერთი ანგარიში დაიწერა, იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნებზე.

“ერთი რამ ცალსახაა, რომ მეც მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ, ამით ცდილობენ დრო გაიყვანონ. სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ, მაგრამ რა ინფორმაციას მოითხოვენ წარმოდგენა არ მაქვს, მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ, რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევნები, სავსეა ამ ყველაფრით ინტერნეტი. თუ ვინმეს აინტერესებს ამის გამოძიება, არანაირი პრობლემა არ არსებობს, უკვე არაერთი ანგარიში დაიწერა, იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები