spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ეს ქვეყანა არის რუსეთი და გასათავისუფლებელი გვაქვს სასწრაფოდ

ეს ქვეყანა არის რუსეთი, ამას სხვა განმარტება არ სჭირდება. აღარ უნდა გვქონდეს სხვა ეჭვები და ვარაუდები, არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, გარუსდება თუ არ გარუსდება ქვეყანა, რადგან ეს ქვეყანა არის რუსეთი და გასათავისუფლებელი გვაქვს სასწრაფოდ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები არიან გასაერთიანებელი, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ბრძოლას მოიგებს ხალხი.

“ეს ქვეყანა არის რუსეთი, ამას სხვა განმარტება არ სჭირდება. აღარ უნდა გვქონდეს სხვა ეჭვები და ვარაუდები, არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, გარუსდება თუ არ გარუსდება ქვეყანა, რადგან ეს ქვეყანა არის რუსეთი და გასათავისუფლებელი გვაქვს სასწრაფოდ. ამ განწყობით უნდა გამოვიდეს ყველა ქუჩაში, არ არსებობს სხვა არაფერი, ეს ამბავი გადაწყდება ქუჩაში და ამას მე რამდენიმე კვირაა ვამბობ. პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელი რაც არის, უნდა გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთობა არის გადამწყვეტი. თუ გულწრფელები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსები მოაჯდნენ ამ ქვეყანას თავზე, მაშინ არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისთვის, რომ განაცხადო, რომ მე ცალკე ვიქნები და ჩემთვის ცალკე გავაპროტესტებ. ეს არის სისულელე! პოლიტიკური პარტიები არიან გასაერთიანებლები, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ბრძოლას მოიგებს ხალხი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები