გასაკვირი არაფერია აქ, რომ რუსები შემოდიან, მათ შორის, შემოდიან ისინიც, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზის “ჰამასთან” და “ჰეზბოლასთან” ერთად და რომელთა ლეგიტიმურობასაც, ბოლო არჩევნების მიხედვით, აღიარებენ ვენესუელა და ნიკარაგუა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არ უშვებენ იმ ხალხს, რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ და ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ, სამაგიეროდ უშვებენ რუსებს.
“გასაკვირი არაფერია აქ, რომ რუსები შემოდიან, მათ შორის, შემოდიან ისინიც, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზის “ჰამასთან” და “ჰეზბოლასთან” ერთად და რომელთა ლეგიტიმურობასაც, ბოლო არჩევნების მიხედვით, აღიარებენ ვენესუელა და ნიკარაგუა. ორი ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს ამ ქვეყნის მთლიანობას. ამიტომ, ის, რომ აქ შემოვიდა რუსი, რომელმაც უკრაინაში ააწყო პროპაგანდისტული ქსელი, მაგაში გასაკვირი არაფერი არ არის. აქ არ უშვებენ იმ ხალხს, რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ და ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ, სამაგიეროდ უშვებენ რუსებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.