ჩემ ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ თხოვენ, შეიძლება მეც წყნარად ვყოფილიყავი, – ასე მიმართა “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “უცნობის კიდობანის” წამყვანს გია გაჩეჩილაძეს.
“ჩემ ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ თხოვენ, შეიძლება მეც წყნარად ვყოფილიყავი, მას აქვს საჯაროდ დადასტურებული, რომ შვიდი მილიონი აქვს მიღებული. დავგუგლო? პირველად გაიგე?”, – მიმართა ჯაფარიძემ გაჩეჩილაძეს.
“დავაგინო ახლა საჯაროდ შუა გადაცემაში, რომ არ მიუღია? ჩემი ძმის ამბავი მე თუ არ ვიცი, შენ იცი ჩემზე კარგად?”, – განაცხადა “უცნობმა”.
“შენ შეიძლება კარგად გრძნობდე თავს, მაგრამ ხალხი ვერ გრძნობს, ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
თავისუფლების მონიტორმა 2020 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია გლობალ ბრენდი 7 მილიონი დოლარით დააფინანსა, რისკი კი სახელმწიფომ აიღო.
“სახელმწიფომ აიღო კი ბატონო რისკი, მაგრამ ეს რისკი არის ასაღები, თუ გინდა, რომ შენმა მოსახლეობამ კარგად იცხოვროს. ასეთი რისკები არის ასაღები”, — აცხადებდა ლევან გაჩეჩილაძე თავისუფლების მონიტორთან 2020 წელს.