spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – გვპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან ვიმუშაოთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესონ სხვებმაც

გვპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან ვიმუშაოთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, რომ როგორც ამას ბალტიის ქვეყნები აკეთებენ, ინდივიდუალური სანქციები დააწესონ სხვა ქვეყნებმაც, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლატვიაში ვიზიტით იმყოფება, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

“ლატვიაში ვართ ახლა, გვაქვს შეხვედრები პარლამენტში. ახლა ჩვენი შეხვედრა დასრულდა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს  გამოაცხადეს სანქციები სხვადასხვა ადამიანებზე – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთმა – ეს ადამიანები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, მათ ამ ქვეყნებში აეკრძალებათ შემოსვლა და მათ შორის გვპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან ვიმუშაოთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, რომ როგორც ამას ბალტიის ქვეყნები აკეთებენ, ინდივიდუალური სანქციები დააწესონ სხვა ქვეყნებმაც. მათ აინტერესებთ, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან რა არის გამოსავალი, როგორია სტრატეგია და ამაზეც ვესაუბრეთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოს მაღალჩინოსნებს 3 მარტს სამმა ქვეყანამ – ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ შეზღუდვები დაუწესა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები