გზა გვქონდა გადაკეტილი და დაგვაკავეს, არ ვიცი ზუსტად რამდენი ადამიანი, რადგან ძალიან ბევრი პოლიციელი დასდევდა ძალიან ბევრ ადამიანს და საბოლოო ჯამში, რამდენის დაჭერა მოახერხეს არ ვიცი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც წესი, აკავებენ ხოლმე აქტიურ პროტესტანტებს და მათი დროებით მოწყვეტა ამ პროტესტის ზონიდან, ჯარიმები და ის დღეები, რასაც ციხეში გაატარებენ, ჰგონიათ, რომ მოუკლავთ იმ მოტივაციას, რაც საჭიროა პროტესტის გასაგრძელებლად.
“გზა გვქონდა გადაკეტილი და დაგვაკავეს, არ ვიცი ზუსტად რამდენი ადამიანი, რადგან ძალიან ბევრი პოლიციელი დასდევდა ძალიან ბევრ ადამიანს და საბოლოო ჯამში, რამდენის დაჭერა მოახერხეს არ ვიცი. გადაგვიყვანეს ორთაჭალაში და იქ გავატარე დაახლოებით ოთხი საათი, დამკითხეს თუ რას ვაკეთებდი, როდის დავიწყე პროტესტში მონაწილეობის მიღება, სტანდარტულ კითხვებს მისვამდნენ, ახალს არაფერს. საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამიფორმეს. როგორც წესი, აკავებენ ხოლმე აქტიურ პროტესტანტებს და მათი დროებით მოწყვეტა ამ პროტესტის ზონიდან, ჯარიმები და ის დღეები, რასაც ციხეში გაატარებენ, ჰგონიათ, რომ მოუკლავთ იმ მოტივაციას, რაც საჭიროა პროტესტის გასაგრძელებლად, თუმცა ჯერჯერობით ტაქტიკა აჩვენებს, რომ 4 დღეა, ეს პროტესტი გრძელდება უწყვეტად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, თავისუფალია.