spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ივანიშვილის განცხადება იყო გზავნილი, რომელიც მას სჭირდება

ივანიშვილის განცხადება იყო გზავნილი, რომელიც მას სჭირდება იმიტომ, რომ მის მხარდამჭერებშიც კი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობა არ გქონდეს გაფუჭებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თვეებია უკვე აშშ-იდან მხოლოდ სანქციებზე საუბარი ისმის.

“მე ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს იმაში, რომ ივანიშვილის განცხადება იყო გზავნილი, რომელიც მას სჭირდება იმიტომ, რომ მის მხარდამჭერებშიც კი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობა არ გქონდეს გაფუჭებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და როცა თვეები ამერიკიდან მარტო სანქციებზე საუბარი მოდის და სხვა ტიპის რიტორიკა საერთოდ არ იმის, მას სჭირდება თქვას, რომ გადატვირთვას მოვახდენთ, დავალაგებთ ურთიერთობას “გლობალური ომის პარტიასთან” და ასე შემდეგ, რაც შეუთავსებელი რაღაცებია. თუ მართლა მაგისი გჯერა, რომ “გლობალური ომის პარტია” არსებობს, რომელსაც ამ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა, მაშინ ვისთან ალაგებ ურთიერთობას, ან როგორ?!”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები