ზეგ დილით, 7 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში და დილით ხალხის გამოსვლა მესმის რომ არის რთული, ამიტომ ხვალ გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ ეგუებიან იმას, რომ ვიღაცები თავს ახვევენ რუსულ არჩევანს.
“ხვალინდელი დღე არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. უნდა გამოვიდეს ყველა ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს. მნიშვნელოვანია იმისთვის, დასავლეთმა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ ეგუებიან იმას, რომ ვიღაცები თავს ახვევენ რუსულ არჩევანს. ზეგ დილით, 7 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში და დილით ხალხის გამოსვლა მესმის რომ არის რთული, ამიტომ ხვალ გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.