spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება

ამ პროტესტით ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

“ამ პროტესტმა მოიტანა უკვე ძალიან დიდი შედეგები. ნებისმიერი გარე მხარდაჭერა არის ამ პროტესტის შედეგი. დღეს არის 57-ე დღე არჩევნებიდან და ამ არჩევნებს აღიარებს მხოლოდ რამდენიმე რუსეთი სატელიტი ქვეყანა, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მთავარი პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ყველა ადამიანი, ვინც გამოდის რუსთაველზე თუნდაც ნახევარი საათით, აკეთებს მნიშვნელოვან რამეს. საბოლოო ჯამში, ამ პროტესტით ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება და ეს ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები