spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – მიზანი არის ის, რომ ტვინგაწმენდილ ადამიანებს ჩააცვან ფორმა და მისცენ ადამიანების ცემის, წამების უფლება

მიზანი არის ის, რომ ტვინგაწმენდილი ადამიანები მარტივი წესით აიყვანონ პოლიციაში, ჩააცვან ფორმა და მისცენ ადამიანების ცემის, წამების უფლება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დიქტატორული რეჟიმის ქმედება.

“ეს არის ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიები. ხომ გასაგებია, მიზანი რა არის?! ერთ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ ტვინგაწმენდილი ადამიანები მარტივი წესით აიყვანონ პოლიციაში, ჩააცვან ფორმა და მისცენ ადამიანების ცემის, წამების უფლება და მეორე შემთხვევაში კი სადმე, საჯარო სექტორში კრიტიკული აზრი თუ არის დარჩენილი, მარტივად გაყარონ იქიდან. ეს არის ამ ცვლილებების მიზანი“, – განაცხადა ზურაბ  ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები