მნიშვნელოვანი საკითხია, რომ “ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილებები არ ცნონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აზრები ევროსაბჭოში გაყოფილია და დიალოგის გზას ამჯობინებენ, რაც, მისი აზრით, მცდარი შეხედულებაა.
“ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ “ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილებები არ ცნონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. აქ, როგორც ყოველთვის, ცხადია, რომ აზრები გაყოფილია, ევროპელებს, როგორც ახასიათებთ, არსებობს განწყობები, რომ ჯობია დიალოგი და კომუნიკაცია შევინარჩუნოთ, რომ მომავალში ეს მოგვცემს გავლენას “ქართული ოცნების” ქმედებებზე, რაც, ჩვენი აზრით, მცდარია. ამიტომ, განსხვავებული აზრები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს დადგება ეს საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.