მზად ვარ, სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლესთან მივიდე და მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და როგორც უნდათ, ის გამომკითხონ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოკითხვა საჯაროდ უნდა გაუშვან ლაივში და ხალხმა მოისმინოს ყველაფერი, რაც მტკიცებულებებს ეხება.
“როგორც ჩანს, ახალი წიგნი დაიწყეს, პოლიტიკოსებს იბარებენ ახლა გამოკითხვაზე. მომწერეს და მირეკავდნენ, რომ გამოკითხვაზე მიბარებდნენ პროკურატურაში და ვუთხარი, რომ მზად ვარ, სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლესთან მივიდე და მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და როგორც უნდათ, ის გამომკითხონ. თუ უნდათ, საჯაროდ გავაკეთოთ ეგ პროცესი. არ მინდა არანაირი მოსამართლე, დაჯდეს ნებისმიერი პროკურორი, დავუჯდები მტკიცებულებებით და საჯაროდ გაუშვან ლაივში და ხალხმა ნახოს და მოისმინოს როგორ გამომკითხავენ, არც მაგის პრობლემა მაქვს. სინამდვილეში, მაგით დასრულდება ალბათ, დაშინების ამბავია“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
გენერალურ პროკურატურაში, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დაიბარეს.